დავით ებრალიძემ თურქ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თურქ ხალხს და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  დავით ებრალიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება გამოხატა და ტერორიზმის წინააღმდეგ ქვეყნების გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

დავით ებრალიძის განცხადებით, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტი მშვიდობიანი მსოფლიოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად