დავით დვალი: რ2-ის საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო და საქმე თაროზე შემოდო, ვინ დაგვაზარალა პასუხი არაა

რუსთავი 2-ის საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო და საქმე თაროზე შემოდო, ვინ დაგვაზარალა პასუხი არ არის, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“რუსთავი 2-თვის ბრძოლა 2012 წლიდან დავიწყეთ. გავიარეთ კონსულტაციები და გადავწყვიტეთ, რომ სამოქალაქო დავა კი არ დაგვეწყო სასამართლოში, არამედ მიგვემართა პროკურატურისთვის. პროკურატურამ გვცნო დაზარალებულად და თაროზე შემოდეს საქმე. იმის შემდეგ 3 თუ 4 წელი გავიდა. ჩვენ ვიბრძვით, ვცდილობთ, რომ საქმე წინ წავდიოთ და მივიღოთ პასუხი, რომ თუ დავზარალდით, ვინ დაგვაზარალა, მაგრამ პასუხი არ არის”, – განაცხადა დავით დვალმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად