დავით დვალი: ირაკლი ოქრუაშვილი ყველა ნაბიჯზე იტყუება

ოქრუაშვილი ყველა ნაბიჯზე იტყუება. დაწყებული იქიდან, რომ მას ჩვენთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა დღის ამბებში განაცხადა.

“ოქრუაშვილი ყველა ნაბიჯზე იტყუება. დაწყებული იქიდან, რომ მას ჩვენთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. მთელი ამ პროცესის დროს არ გამოჩენილა. ჩვენ ის გავიცანით, როდესაც გადაფორმება მოხდა ნოტარიუსთან. მხოლოდ ამის შემდეგ, სადღაც კაბინეტში წაგვიყვანეს. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს შს მინისტრის კაბინეტი იყო. სადაც სამეული ერთად დაგხვდა: ადეიშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი. მაშინ ვნახე პირველად ის,“ – განაცხადა დვალმა.

ცნობისთვის, “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ :2003 წლის მთელი კამპანია, “ვარდების რევოლუციის” ჩათვლით ჩემი დაფინანსებული იყო. ასევე, მისი თქმით, 1 მილიონ 200 ათასი დოლარი ლევან იმნაიშვილის მეშვეობით დვალს და აქიმიძეს გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...