დავით დვალი: გიორგი სანაიას მკვლელობიდან 20 წელი სრულდება და 20 წლის თავზეც ბინძურ მეთოდებს იყენებს ხელისუფლება

გიორგი სანაიას მკვლელობიდან 20 წელი სრულდება და 20 წლის თავზეც ბინძურ მეთოდებს იყენებს ხელისუფლება, – ამის შესახებ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა განაცხადა.

“2 კვირაში 20 წელი სრულდება, რაც ჩვენ მოგვიკლეს გიორგი სანაია. 20 წელი გავიდა, რაც ხელისუფლების მეთოდები არ შეცვლილა. როგორც მაშინ ცდილობდა ხელისუფლება ბინძურად ათასი ჭორით და სიბინძურით, რომ რაღაცნაირად გაენაიტრალებინა ხალხის პროტესტი და ჩირქი მოსცხობოდა, იგივეს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. კარგად გაიხსენოს ამ ხელისუფლებამ, უნიჭიერესი და უწესიერესი გიორგი სანაიას მკვლელობა რითი დაასრულა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ყველა ხელისუფლება ეგრე დაამთავრებს, როგორც იმ ხელისუფლებამ დაამთავრა!” – თქვა დავით დვალმა.

კომენტარები
იტვირთება...