დავით დვალი: “გაყიდვაც მოსულა, გაკოტრებაც, ჯანდაბამდე გზა ჰქონიაც”…

“გაყიდვაც მოსულა, გაკოტრებაც, ჯანდაბამდე გზა ჰქონიაც. მთავარია სააკაშვილს არ მიჰყიდის და დამფუძნებლებს არ დაუბრუნებს 40% მეტს” – ასე პასუხობს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 100%-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის გუშინ გავრცელებულ განცხადებას.

შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა: მივიღე გადაწყვეტილება, რომ “რუსთავი 2” არ გაკოტრდეს, ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ

ცნობისთვის, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...