დავით დვალი: გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე

“20 ივნისს, მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2 ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვთ 20 ივნისს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვს შს მინისტრის გადადგომას.

„სამწუხაროდ, ამ წუთას ტრიბუნა მაქვს მხოლოდ ჩემი ფბ გვერდი და შემიძლია გითხრათ, რომ 20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე და კიდევ უფრო. დარწმუნებული ვარ მაგაში, რომ უნდა გადადგეს,“ – განაცხადა დავით დვალმა.

ამ წუთებში, “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები პარლამენტში დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...