დავით დვალი: ალბათ, უახლოეს დღეებში ქიბარ ხალვაშთან შეხვედრა შედგება

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში ტელეკომპანიის ახალ მფლობელს ქიბარ ხალვაშს შეხვდება.

„პირველი ნაბიჯი გადაიდგა, შევხვდით პაატა სალიას და ალბათ, უახლოეს დღეებში შევხვდებით ქიბარ ხალვაშს. სალიასთან შეხვედრაზე ქიბარი არ დაგვიპატიჟებია. უბრალოდ, რაღაც ინფორმაცია გავცვალეთ და ითქვა, რომ ალბათ, უახლოეს დღეებში ქიბარ ხალვაშთან შეხვედრა შედგება“, “, – განაცხადა დავით დვალმა.

როგორც დავით დვალმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხალვაშთან შეხვედრაზე გაირკვევა, ძალაშია თუ არა 50%-იანი წილის შეთავაზება.

„პაატა სალიას ეს ინფორმაცია არ გააჩნია. შესაბამისად, იმ შეხვედრაზე გაირკვევა, რა არის ძალაში და რა არა. სალიამ გაგვაცნო ტელევიზიაში რა მდგომარეობაა, სხვა არაფერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მომავალი შეხვედრისთვის ემზადება“, – განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, პრინციპულია, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩეს.

„შევხვდებით ხალვაშს და ჩემს მოსაზრებას მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენებთ. მაქვს რაღაც წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩეს. თუ ამის გარანტია არ იქნება, წინადადებას ვერ მივიღებ. ამ ეტაპზე ხიფათებს ვხედავ, თუმცა საუბრის შემდეგ უფრო ზუსტად შემეძლება გითხრათ, ეს ხიფათი რა არის“, – განაცხადა დავით დვალმა.

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები: დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივით ღია შეხვედრას მართავენ, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციური და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად