დავით დარჩიაშვილი: ჩვენი ლანძღვა-გინება სააკაშვილის წახალისების გარეშე არ მოხდებოდა

"ლანძღვა-გინების და დადანაშაულების ის ნიაღვარი, რასაც ოქტომბრის ბოლოდან ჰქონდა ადგილი, დარწმუნებული ვარ არ მოხდებოდა თუ წახალისებას ვერ იგრძნობდნენ მიხეილ სააკაშვილისგან. ეს კი ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია," – განაცხადა "ნაცმოძრაობის"  წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვლმა  "tv პირველის" ეთერში.

 მისი განცხადებით, უამრავი შეცდომა დაუშვა წინა ხელისუფლებამ ქვეყნის მართვაში, რამაც საზოგადოების გაუცხობზ გამოიწვია. 
"4 წლის განმავლბაში ძალიან მძიმე ვითარებაში ჩვენ ვიცავდთ იმას, რასაც მე ვეძახი სააკაშვილის მემკვიდრეობას. უამრავი შეცდომა იყო და გააუცხოვა საზოგადოების დიდი ნაწილი,  სწორედ ამიტომ წავაგეთ უკვე მეორედ საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ მაინც ვიდექით იმ პოზიციაზე აგვეხსნა ხალხისთვის, რომ შეცდომების გარდა იყო უამრავი გარღვევა ქვეყნის მართვაში.

მაინც ვიდექით ამ აზრზე და ზოგი ამის გამო ციხეშია. ამ ყველაფრის ფონზე, რაღაც გარიგებებზე, ღალატზე გელაპარაკონ და დაგადანაშაულონ, რომ  არჩევნების წაგება ჩვენი ბრალია და მეტი არავის, ეს მგონი უსამართლობაა,“- განაცხადა დავით დარჩიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად