დავით ბერძენიშვილი: გახარიას ვანო მერაბიშვილის გზის გავლა თუ უნდა, სიაში №1-ით კარგი შანსი აქვს

ასე აფასებს რესბულიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გაკეთებულ განცხადებას.

“გახარიას სახელით თუ გადიან არჩევნებზე, მაშინ მათ არც აქვთ პრობლემა გახარიას მიმართ როგორი განწყობა ექნება 20 ივნისის დარბეულ ადამიანებს და მათ მხარდამჭერებს. გახარიას ვანო მერაბიშვილის გზის გავლა თუ უნდა, მე ვფიქრობ, მას კარგი შანსი აქვს, რადგან 20 ივნისი და არა მარტო, გახარიას საქმიანობაში, რა თქმა უნდა, სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს”,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “ფორმულასთან”.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ არ უნდა გამორიცხოს, რომ სიის პირველი ნომერი საქართველოს პრემირმინისტრი გიორგი გახარია იქნება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად