დავით ბერენიშვილი: ივანიშვილი იმდენად გადაიღალა, რომ 2003 წლის აბაშიძეს მახსენებს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "TV პირველთან" აცხადებს, რომ ივანიშვილს არ შეეძლო მის პარტიაში დაეტოვებინა ვინმე ისეთი, რომელსაც ჩააბარებდა საჭეს, ამიტომ თხოვდა დავით უსუფაშვილს პრემიერობას. 

"ივანიშვილი, რომ წავიდა პრემიერმინისტრობიდან, წავიდა და ერთი 6 თვე მართლა წავიდა, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ რომ დაინახა, არ შეეძლო მის პარტიაში დაეტოვებინა ვინმე ისეთი რომელსაც ჩააბარებდა საჭეს, ამიტომ თხოვდა დავით უსუფაშვილს პრემიერობას, პარტიის ლიდერობასაც და ყველანაირ უფროსობას.
 
ყველაფერს აქვს თავისი დრო ზოგი ადრე ხუნდება, ვითარება ასეთია. სააკაშვილს დაავიწყდა პოლიტიკა, ივანიშვილმა ვერ ისწავლა სრულფასოვნად პოლიტიკა. 
 
ივანიშვილი იმდენად გადაიღალა რომ ცოტა გადაღლილი 2003 წლის აბაშიძეს გამახსენა", – განაცხადა ბერძენიშვილმა. 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...