დავით ბერძენიშვილი: ვიმედოვნებ, ექიმები მთავრობას თავს არ გამოაყენებინებენ და მაჟორიტარებად არ მოგვევლინებიან

იმედი მაქვს, რომ არც ექიმთა სამეული, არც ხუთეული და არც დანარჩენი ექიმები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში კარგად გამოჩნდნენ მთავრობას თავს არ გამოაყენებინებენ და მაჟორიტარებად არ მოგვევლინებიან, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ. იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს:

დავით ბერძენიშვილი: მთავრობამ ექიმები არ უნდა აიფარონ და არც ექიმები არ უნდა ეფარებოდნენ წინ. იმედი მაქვს, რომ გაუძლებენ ცდუნებას და არჩევნებში კენჭს არ იყრიან და მაჟორიტარებად არ მოგვევლინებიან ეს ექიმები ხელისუფლების ფლანგზე.

_ ეს ეჭვიც გაგიჩნდათ?

_ არა, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში წინასწარ ვამბობ. იმიტომ, რომ ეს ჭორები გაჩნდა უკვე. იმედი მაქვს, რომ თავს არ გამოაყენებინებენ არც სამეულის წევრები, არც ხუთეულის და არც დანარჩენი ექიმები, ვინც კარგად გამოჩნდა ამ პანდემიასთან ბრძოლაში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად