დავით ბერძენიშვილი: ვამბობ და ბევრჯერ მითქვამს, სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს

ვამბობ და ბევრჯერ მითქვამს, სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

“სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამაზეა დამოკიდებული ქართული ოპოზიციის აზრი? 120/30-ს მივაღწიეთ? – ხომ მივაღწიეთ? 150-ს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ 77/73-ს ხომ ვაჯობეთ? როგორც გადავარჩინეთ საარჩევნო სისტემა თითქმის, ჩემი ხედვით, ასე თითქმის უნდა ვეცადოთ, გადავარჩინოთ არჩევნები.

უცხოელების მეშვეობით თუ მოხერხდება შეთანხმება, ეს იქნება არსებითი საკითხი. თუ მოხერხდება გადათვლა, ასევე, თუ მოხერხდება იმ უბნების გაბათილება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად