დავით ბერძენიშვილი: უმცირესობების ჩაგვრაში ფაქტობრივი თანამონაწილეობა ცუდია

არც ვყოფილვართ და არც ვიქნებით ღირებულებების საკითხში უკან მიდევნებული ლამპარი”-რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი წერს, რომ უმცირესობების ჩაგვრაში ფაქტობრივი თანამონაწილეობა ცუდია.

ახლა, 2020 წელს, მთელს ცივილიზებულ სამყაროში, ხუთივე კონტინენტზე დაკანონებულია ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება ან სამოქალაქო კონტრაქტი.

ორი ათეული წლის წინ დასავლეთ ევროპაში კონტრაქტი იყო და აღმოსავლეთში არა.

2016 რესპუბლიკელებმა გავაპროტესტეთ და დავუპირისპირდით ხელისუფლების პროპაგანდისტული, შავრაზმული კამპანიის ფარგლებში საკონსტიტუციო ნორმით განსაზღვრას, რომ ქალის და კაცის ერთობაა ქორწინება. არ დავმალულვართ – კრიტიკულ ვითარებაში ღირებულებებისადმი ერთგულება ვარჩიეთ ელექტორალურ ამოცანას, რაკი შეთავსება შეუძლებელი გახდა.

კიდევ უფრო მკაფიო იყო ეს მიდგომა 2017-ის თვითმმართველობის არჩევნების კამპანიისას.

მოძალადე, რუსული გავლენების ბასტიონის- საპატრიარქოს მეხოტბეობა და უმცირესობების ჩაგვრაში ფაქტობრივი თანამონაწილეობა ცუდია.

სუსტთან ძლიერი და ძლიერთან სუსტი…ეს არაა თავისუფალ ადამიანთა არჩევანი.

რესპუბლიკელები საქართველოში სამოქალაქო კონტრაქტის გამოქვეყნებული( 2017), ლგბტქ თემის და არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ტევადი კონცეფციის ავტორები ვართ.

გვსურს, მხოლოდ ოცი წლით ჩამოვრჩებოდეთ კლასიკურ დასავლეთს..მეტით არა.

გვსურს, მივუახლოვდეთ მალე აღმოსავლეთ და სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპას, სადაც სამოქალაქო კონტრაქტია.

სწორედ სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის სრულფასოვან ნაწილად ვხედავთ საქართველოს მალე..ნატოში უსაფრთხოებითაც, ევროკავშირში კეთილდღეობითაც და ლიბერალური ღირებულებებითაც.

გამონაკლისებს ამოფარება სისუსტე და სითამამის ნაკლებობაა.

თავისუფლების ბრძოლის ავანგარდში ვხედავთ თავს.

არც ვყოფილვართ და არც ვიქნებით ღირებულებების საკითხში უკან მიდევნებული ლამპარი.”- წერს ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად