ბერძენიშვილი: ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დამოუკიდებელ მედიას ვერ შეებრძოლებიან

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის წინ, ოპოზიციის ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის საქმეზე.

“ხელისუფლება როდესაც ვერ ხვდება, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, თანამედროვე კომუნიკაციების ეპოქაში ,როცა პულტი წყვეტს რომელი არხი რომელი ნომრით ნახოს, ასეთ ვითარებაში ის დამოუკიდებელ მედიას ვერ შეებრძოლება.

ჭარბი ნდობა იქცა სრულ უნდობლობად ივანიშვილის მიმართ, ასეთ ვითარებაში ეს პერსონალური ფაქტორი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით დამთრგუნველია და მისი ყოველი მომდევნო ნაბიჯი იქნება მომდევნო შეცდომა.

მისთვის აჭარის ტელევიზიაც მიუღებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალი ხართო, ეუბნება, ჟურნლისტებს, შეურაცხყოფას აყენებს და შეურაცხადის შთაბეჭდილებას ტოვებს.

შეტევა თავისუფალ მედიაზე, ახალგაზრდებზე, თავისუფლების ეპიცენტრზე, სადაც ახლა ვდგავართ, ეს არის ივანიშვილის მორიგი ინტელექტუალური შეცდომა.

როდესაც შევარდნაძეს ძალიან გაუჭირდებოდა ხოლმე, ჩრდილოეთისკენ იყურებოდა. ისევე გაიხედა კრემლისკენ და ეს ამბავი ერთ კონტექსტში დასანახია, „ნამესნიკად“ შესთავაზა საკუთარი თავი კრემლს. არ გაუვიდა კრემლს აქ 9 აპრილი, არც საგარეო და საშინაო ხელისუფლებას არ გასდის ბრძოლა თავისუფლებასთან“, – აღნიშნა ოპოზიციის ბრიფინგზე ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...