დავით ბერძენიშვილი: საუბარი აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე არის კრეტინობა და მტრობა!

ბოლო დროს დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შედეგად საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტი ქვეყანაა.

საზოგადოებაში ასეთი პოზიციის გავრცელებაში ექსპერტები რუსული ნარატივის ფრაგმენტებს ხედავენ, რაც, მათი აზრით, პროვოკაციის ნაწილია.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს.

“რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ოკუპანტ ქვეყნად მოხსენება არის სისულელე და სახიფათო. ეს მოსაზრება ზოგს პრორუსობით, ზოგს კი სისულელით მოსდის. ასეთი შეფასებები ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია! ეს შეიძლება იყოს მართული პროცესი. ზოგი აგენტია, ზოგი კი – გავლენის აგენტი. არ შეიძლება ასეთი საუბრები. ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთცნობა 1991 წელს გვაქვს რატიფიცირებული.

მე ვიყავი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რომელმაც მხარი დავუჭირე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობას და, შესაბამისად, ეს ნიშნავდა ტერიტორიული მთლიანობის ცნობას. ეს არის საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული პრობლემები, როცა საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრები იყო ძალიან პირობითი. იმ დროიდან მოყოლებული გვაქვს ეს პრობლემები, როდესაც დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი აზერბაიჯანის შემადგენლობაში ითვლებოდა.

ამიტომ ტერიტორიების გაცვლა არის ის აუცილებელი საჭიროება, რაც ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმებით უნდა დასრულდეს. ეს არის მიმდინარე პროცესი, ეს არის მიმდინარე პრობლემა მეზობლებს შორის. ყოველგვარი საუბარი ოკუპაციაზე არის კრეტინობა ან მტრობა. რაც ერთი და იგივეა”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად