დავით ბერძენიშვილი: საქართველო დუმს… რამდენ ხანს? სანამ შოლტს არ გადაგვკრავენ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან?

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ბელორუსიაში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას დუმილის გამო აკრიტიკებს.

“აშშ- ის მერე ვროკავშირმაც მიიღო ოფიციალური განცხადება, რომ ბელორუსში არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ლუკაშენკოს დაემუქრა სანქციებით.

აშშ- ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი რიში, დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი სენატორი მენენდესი გამყალბებელი და ხელისუფლების მიმთვისებელი ლუკაშენკოს წასვლის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ საჯაროდ. ევროპისცუკანასკნელი დიქტატორის რეპუტაციას ამართლებსო, ბელორუსი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასო.

საქართველო დუმს…რამდენ ხანს? სანამ შოლტს არ გადაგვკრავენ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან?

პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსული ორგანიზაციის ” ოტკრიტაია როსსიას” წარმომადგენლები დააკავეს ბელორუსში და რეჟიმი ამბობს, ოფიციალური მოსკოვი ურევს ხელს ჩვენს საქმეებშიო…
საქმეში სრულიად ჩაუხედავი ხალხი გამოჩნდა ჩვენთანაც, ვინც კრემლის კვალს ხედავს ბელორუსულ პროტესტში.

ამერიკელებს და ევროპელებს დავუჯეროთ, რაკი თავს არ ვიწუხებთ მინიმალური ინფორმაციის მოძიებაში.

ლუკაშენკოს რეჟიმი კვლავ გახდა დასავლეთის შეტევის ობიექტი, ამჟამად უფრო მძლავრი შეტევის…გავიაზროთ, რომ ვაშინგტონის და ბრიუსელის ბანაკშია ჩვენი ადგილი! საქართველოს უმთავრესი პარტნიორები პოსტტოტალიტარულ სივრცეში – პოლონეთი, ლიტვა, უკრაინა ბელორუსში დემოკრატიის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბრძოლის ავანგარდშია. ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა და არა ბუჩქებში!!!

ვისთვისაც ეს ძნელი გასაგებია, იმათ საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზეც ზერელე წარმოდგენა აქვთ”, – წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად