დავით ბერძენიშვილი: სააკაშვილს დაავიწყდა პოლიტიკა, ივანიშვილმა ვერ ისწავლა

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "TV პირველთან" აცხადებს, რომ როდესაც ივანიშვილი წავიდა პრემიერმინისტრობიდან, მართლა წავიდა დაახლოებით 6 თვე, მას მართლა არ მიუღია არანაირი მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში, მისივე თქმით, დღეს საქართველოში პრობლემებს ორი გახუნებული პოლიტიკოსი ქმნის პრობლემებს, სააკაშვილის და ივანიშვილის სახით. 

"ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქე,  ჩინოვნიკი სააკაშვილი და "ქართული ოცნების"  არაფორმალური ლიდერი ივანიშვილი, რომელსაც არავითარი ადგილი არ უჭირავს პარტიაში, ისინი ქმნიან პრობლემებს დღეს საქართველოში. ორი გახუნებული ყოფილი პოლიტიკოსი. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მოუგო 2012 წელს პოლიტიკური ვატერლო მიხეილ სააკაშვილს. დამთავრდა მათ შორის პოლიტიკური ომი.

ივანიშვილი, რომ წავიდა პრემიერმინისტრობიდან, წავიდა და ერთი 6 თვე მართლა წავიდა, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ რომ დაინახა, რომ არ შეეძლო მის პარტიაში დაეტოვებინა ვინმე ისეთი რომელსაც ჩააბარებდა საჭეს, ამიტომ თხოვდა დავით უსუფაშვილს პრემიერობას, პარტიის ლიდერობასაც და ყველანაირ უფროსობას. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი დრო ზოგი ადრე ხუნდება, ვითარება ასეთია. სააკაშვილს დაავიწყდა პოლიტიკა, ივანიშვილმა ვერ ისწავლა სრულფასოვნად პოლიტიკა. ," – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...