დავით ბერძენიშვილი: როდის იქნება ტრანსპორტი? კალაძემ გვიპასუხოს, იშრომა ეს სამი თვე თუ უსაქმურობდა?

“რესპუბლიკური პარტიის” ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების დეტალებით ინტერესდება და მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის ამუშავების გარეშე რომ ფიქციაა ეკონომიკის ამუშავება და შემოსავლის გაჩენა

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე რომ ფიქციაა ეკონომიკის ამუშავება და შემოსავლის გაჩენა, ეს ხომ ყველას გვესმის. სამი თვის განმავლობაში როგორ მოემზადა თბილისის და სხვა მუნიციპალიტეტების მერია, ეკონომიკის სამინისტრო? რაიმეს გვეუბნებიან? ავტოპარკი მოამზადეს? შეისყიდეს? ადგილები ტრანსპორტში მონიშნულია? დისტანციის დაცვით მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, მატარებელი მზადაა? რომში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად, სპეციალურად ვიკითხე ახლა. ასე იქნება სხვაგანაც ევროპაში, რომელიც იხსნება ჩვენსავით. მორჩა საგანგებო მდგომარეობა. კალაძემ ამაზე გვიპასუხოს, იშრომა ეს სამი თვე თუ უსაქმურობდა? გახარიამაც გვითხრას, როდის იქნება ტრანსპორტი? ვერ დადის ხალხი სამსახურში, ბაზარში…ვერსად. სახელმწიფო ფაქტიურად არაფერს აძლევს და არც თავის რჩენის საშუალებას აძლევს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად უნდა აემუშავებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ეტაპობრივად მაინც” -წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად