დავით ბერძენიშვილი: ქობულიას მადლიერი ვარ, ხვალ საყინულის განვადება მაქვს გადასახდელი

“რა მადლიერი ვარ თქვენი და თქვენზე უფრო ქობულიასი. 20-ში საყინულის განვადება მაქვს გადასახდელი. არ მახსოვდა”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. 

გადაცემის წამყვანმა ბერძენიშვილს ეკონომიკის ექსმინისტრის გიორგი ქობულიას ის განცხადება გაახსენა, სადაც მაშინდელი მინისტრი ამბობდა, რომ არ გვჭირდება ის ხალხი, ვინც კრედიტით მაცივარსა და ტელევიზორს ყიდულობს და მერე შავ სიაში ხვდება.

წამყვანის რეპლიკაზე, თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც კი ქობულიამ მოგიტანათ გარკვეული სარგებელი, ბერძენიშვილი პასუხობს:

“აბა, აბა…

საერთოდ ე.წ. ქართული სტანდარტების საშუალო ფენა ძირითადად ცხოვრობს განვადებით”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...