დავით ბერძენიშვილი: “ნაცქოცურ” დაპირისპირებაში  ჩვენდა უნებურად ახლა ექიმების კლასტერს ნუ გავაჩენთ

ეპიდემიისას პოლიტიკური პრეფერენციების დრო არ არის, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი Facebook-ში წერს.

პოლიტიკოსი საზოგადოებას მიმართავს, რომ “ნაცქოცურ” დაპირისპირებაში  ჩვენდა უნებურად ახლა ექიმების კლასტერს არ გავაჩინოთ.

“ფრენდებთან ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს: ახლა ექიმების კლასტერს ნუ გავაჩენთ ჩვენდა უნებურად ნაცქოცურ დაპირისპირებაში.

აქაურ თუ იქაურ ექიმების ერთ ნაწილს მოკრძალებით ვთხოვ, ერთმანეთთან მეტი პროფესიული კომუნიკაცია აჯობებს საჯარო პოლიტიკურ გარჩევებს.
ზოგი ზვიადისტი/მიშისტი, შევარდნაძისტი თუ ასლანისტი ექიმი რესპებს ახლაც გაგვკრავს ხოლმე, მაგრამ ეს სულაც არ მადარდებს. რა დროს პოლიტიკური პრეფერენციებია ეპიდემიისას”, – წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად