დავით ბერძენიშვილი: მიშას კამპანიაში ჩართვის ფორმის და მასშტაბის მიუხედავად, ხელისუფლება მაინც გახუნებულ, ” მიშა მოდის” ფსევდოპოლიტიკას გაატარებს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს მიერ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ნაცმოძრაობის და “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დღეს გააჟღერა ამ პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება – მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატის სახით ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. პოლიტიკური სპექტრის სამივე თანაზომადი შემადგენელი – ნაცმოძრაობის ორბიტა, სხვა ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლება – ყველა ეცდება, მიიღოს საკუთარი დივიდენდი. მიშას აქტიურობით კმაყოფილები 5- იანს შემოხაზავენ, უკმაყოფილო ოპოზიციური ამომრჩევლები – 1, 2, 3, 4, 6, 7 და ა.შ. ნომრებს – ოპოზიციური ზიარჭურჭელია საარჩევნო ყულაბა სხვადასხვა შესასვლელით. არც ერთი ხმა არ იკარგება 1%-იანი ბარიერით თითქმის პროპორციულ არჩევნებში. მაჟორიტარების მეორე ტურში ოპოზიციური სოლიდარობა ძალაშია, ცხადია. მიშას კამპანიაში ჩართვის ფორმის და მასშტაბის მიუხედავად, ხელისუფლება მაინც გახუნებულ “მიშამოდის” ფსევდოპოლიტიკას გაატარებს. ალბათ, ყველა კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით – ვნახოთ, ვისი მოლოდინი გამართლდება”, -წერს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად