დავით ბერძენიშვილი: მიშას გახელისუფლებას არანაცი ოპოზიციონერები ხმას არ მისცემენ, მეორე ტურამდე ნაკლები მიშაა საჭირო

მიშას გახელისუფლებას არანაცი ოპოზიციონერები ხმას არ მისცემენ, მეორე ტურამდე ნაკლები მიშაა საჭირო, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ვამბობ მოკლედ და პირდაპირ:

არჩევნებს იგებს მილიონი ხმა. პირველ ტურში 5-იანი შემოხაზა ნახევარ მილიონზე მეტმა. ასიათასობით არანაცი ოპოზიციონერი 5-ს შემოხაზავს მხოლოდ ნაცურ/არანაცური კოალიციის იმედით.

მიშას გახელისუფლებას არანაცი ოპოზიციონერები ხმას არ მისცემენ. მიშას კოალიციურობის მათ არ სჯერათ, მათ აშინებთ მიშას ხელახალი გახელისუფლება. ეს მოცემულობაა. ჰოდა, ნაკლები მიშაა საჭირო მეორე ტურამდე. საარჩევნო პროცესში.

რა ძნელი გასაგები ესაა…

P.S. “მიშას ხელისუფლობის გარეშე არც ნიკას მერობა მინდა, არც ხატიასი და არც არავის” ხალხზე მაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა. ვიცი, რომ ბევრნი არიან”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...