დავით ბერძენიშვილი: მილიონი ხმა უგებს მილიარდ კრიპტოვალუტასაც კი… მე II ტურის იდეოლოგი ვარ, უგულავა – I-ის

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიგი უგულავასთან დისკუსიის დეტალებზე საუბრობს.

“ყველაფერი იქნება უკეთ!

და იმიტომ იქნება უკეთ, რომ სხვა, საგარეო და საშინაო ფაქტორებთან ერთად ოპოზიციის თანამშრომლობის შედეგი უკვე საკმაოა და არც არაფერია საგანგაშო რეგიონებში მაჟორიტარულ ოლქებში ჯანსაღ ოპონირებაში.

მთავარია, ვითარება ადეკვატურად შევაფასოთ და ამა თუ იმ ძველი თუ ახალი, მოზრდილი, საშუალო/მომცრო თუ სულ პატარა პარტიის ინტერესების შესაბამისი სქემების, ვერსიების შემოთავაზებები მშვიდად მივიღოთ და გავაანალიზოთ.

პარლამენტის 4/5 ირჩევა სიით, შესაბამისად პირველი ტურის დამთავრებისთანავე გამოჩნდება, ოპოზიციას მეტი შანსი აქვს საბოლოო გამარჯვების, ნამდვილი კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების თუ ხელისუფლებას მისი ფსევდოკოალიციით.

2018 წ. საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, პირველი ტურის შედეგები 2020 -ის საპარლამენტო არჩევნებში კი არ განულდება, არამედ მანდატების 80 პროცენტში, 120 მანდატში გამოვლინდება. ეს არსებითი სხვაობაა.

ანუ, მოსაზრება, რომ მეორე ტურში იმასვე იზამს ბიძინა-იყიდის და დააშინებს ხალხს, ხოლო მესამე , მეოთხე და ა.შ. ადგილებზე გასული ოპოზიცია კი ნაცებს არ/ვერ მიეხმარება, უფრო ბიძინასკენ იქნება და ა.შ. არარელევანტურია, რადგან პირველი ტურის ოპოზიციური მილიონზე მეტი ხმა უკვე ოპოზიციურ მანდატებად იქნება კონვერტირებული.

მილიონი ხმა იგებს არჩევნებს!

მილიონი უგებს მილიარდს ნებისმიერ ვალუტაში (კრიპტოვალუტაშიც კი))), თუ მილიონი ხმაა.

მთელი ზაფხული კორექტულად(ვფიქრობ, კვალიფიციურადაც) ვკამათობთ მე და გიგი უგულავა, გუშინაც გაიხსენა ჩვენი განსხვავებული მიდგომები გიგიმ.

პირველ ტურში ოპოზიციის მიერ 5-7 მაინც ოლქის მოგება მიაჩნიათ გიგის და მის მომხრეებს გამარჯვების მოლოდინის შექმნის აუცილებელ წინაპირობად. შესაბამისად, შეთანხმებები მაჟორიტარულ ოლქებში რაკი ზრდის პირველ ტურში ფავორიტი, შეთანხმებული ოპოზიციონერის გამარჯვების ალბათობას, ამიტომ პირველ ტურშივე ბევრ მაჟორიტარულ ოლქში პარტიების შეთანხმებას აცხადებს გამარჯვების ფორმულად.

სხვებს( მათ შორის მეც) კი მიგვაჩნია, რომ მთავარი პროპორციული სიით ოპოზიციური უპირატესობის მოპოვებაა, რამდენიმე მაჟორიტარული ოლქიც თუ მოვიგეთ( კონკურენტუნარიანები არიან ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, გრ, ვაშაძე და ა.შ), ეს მნიშვნელოვნად წაეხმარება გამარჯვების განცდის გაძლიერებას მეორე ტურის წინ.

მე ვარ მეორე ტურის იდეოლოგი, გიგი კი პირველი ტურის.

პირველი ტურის შედეგებისას პროპორციულად არჩეული პარლამენტის 80%-ში რა თანაფარდობა იქნება, ესაა განმსაზღვრელი.

2018 თუ 2012 წლების შედეგები, “ედისონ რისერჩის” ახლანდელი და ენდიაის მაშინდელი კვლევები, სხვა კვლევებიც ხელისუფლების ზედა ზღვრად 40%-ს აჩვენებს. მისი ორბიტიანად 45% მგონია ბიძინას მაქსიმალური რესურსი.

ეს კი ნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოპოზიციას 10-12-15 მანდატიანი უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს სიით და პირველ ტურში რამდენიმე ოლქის წაგების ( შესაძლოა, რამდენიმეს მოგების თანხლებით) პირობებშიც კი ერთად დამდგარი ოპოზიცია ვიზუალურადაც დაენახვება გამარჯვებულ ანტისახელისუფლებო ამომრჩეველს, დასავლეთსაც, როგორც მომავალი კოალიციური ხელისუფლება.

და უამრავ მეორე ტურში 5 ნომრის 2 ნომრის თუ სხვა ნომრის კანდიდატების დიდ ნაწილს ექნება გამარჯვების შანსი მეორე ტურში. პრაქტიკაც გვიდასტურებს, რომ როცა ოპოზიცია ახერხებს სიით ხელისუფლების დამარცხებას, მეორე ტურებს იგებს, როგორც წესი(ძალიან დიდი თუ არაა ჩამორჩენა, მთლად 49% თუ არა აქვს პირველ ტურში ხელისუფლების კანდიდატს). ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქმოსანი უტყვი დეპუტატი დეპუტატობის კანდიდატები “ირწევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”… ემახსოვრებათ სკოლიდან?)))

გიგის, ევსაქების გუშინდელი მიმართვა ოპოზიციას – ნაცები რაკი რეგიონებში ყველგან აყენებენ, დანარჩენი ოპოზიცია მაინც შევთანხმდეთ მათ საპირწონე ოპოზიციურ კანდიდატზე ამა თუ იმ ოლქშიო, ნორმალურია.

ჯერ ვალი აქვთ შემორჩენილი ევსაქებს და ამ საკითხში მათ არანაც ოპოზიციურ პარტიორებს დიდუბესა და საბურთალოზე(ვერც გავიგე მაინცდამაინც, ასეთი რა პრობლემაა ამდენი ხნის განმავლობაში).

თბილისის ამ ორი ოლქის შეუთანხმებლად დატოვების ალბათობა იზრდება ბოლო დღეებში, არასაჯაროდ თუ ნახევრადსაჯაროდ ცვენაა უკვე კანდიდატების ორივე ოლქში.

ეს კი ვერ განაწყობს პარტიებს რეგიონებში 22 ოლქში შესათანხმებლად.

ჩემო ფორმულა გუშინაც გაიხსენა გიგიმ – მაჟორიტარებში კონსოლოდაცია/კოორდინაცია თბილისში და კონკურენცია რეგიონებში. ამ მიდგომაში არ მეთანხმება.

რაში ვთანხმდებით მე და გიგი?

არადა, მნიშვნელოვან რამეში ვეთანხმები.

იშვიათი გამონაკლისის( რამდენიმე ოლქში სულ) გარდა, ვერც 2 და ვერც სხვა ნომრის კანდიდატი ვერ გაასწრებს 5 ნომრის კანდიდატს, თუ ბევრი სხვა ოპოზიციონერიც იყრის კენჭს.

ვთქვათ, რომელიმე ოლქში არცთუ ძლიერმა ნაცმა კანდიდატმა აიღო მის პარტიულ ბლოკზე ნაკლები ხმა, ვთქვათ 23 %. მესამე ადგილზე გასული X ნომრის ძლიერმა კანდიდატმა კი აიღო მის პარტიაზე შესამჩნევად მეტი, ვთქვათ 18%. სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმაც აიღეს 2,5,3, 1 და ა.შ. პროცენტი, ჯამურად , ვთქვათ 14%. ამ შედეგებით დაახლ. 55% ექნება ჯამურად ოპოზიციას სიით და მეორე ტურში გავლენ ძალიან მაღალი ალბათობით ქოცი 40-45%-ს მიდამოებში და ნაცი მისი 23 %-ით.

რა მოხდებოდა, თუ ლელოც კი არ დააყენებდა კანდიდატს (თუნდაც ლელოს კანდიდატის პირობებში იყოს…)?

X ძლიერი კანდიდატი სხვა ოპოზიციური კანდიდატების არარსებობის და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის პირობებში უფრო შეძლებს 23%- ზე მეტის აღებას, მეორე ტურში გასვლას და მეორე ტურში ნაცების და ყველა სხვა ოპოზიციური ძალის დახმარებით, გამარჯვების განცდის ფონზე ქოცის დამარცხებას.

მეც რამდენჯერმე გავსულვარ სუსტი( მე-5, მე- 8) სუბიექტით მეორე ადგილზე,მომიგია კიდეც ოდესღაც, როცა იყო 50%-იანი ბარიერი …სხვებსაც აქვთ ასეთი გამოცდილება. ყველაზე მკაფიო მაგალითი არის კაკო ბობოხიძე, რომელსაც ბევრჯერ აუღია მის წარმდგენ პარტიაზე გაცილებით მეტი და მოუგია მაჟორიტარული ოლქი.

ეს მაგალითი, რიცხვები მკაფიოდ ადასტურებს, რომ გიგის მიერ გაჟღერებული ევსაქების და სხვა პარტიების პოზიცია ნორმალური, ჯანსაღი, საკუთარი პარტიული ინტერესის შესაბამისი პოზიციაა. თუ შეთანხდება თითქმის ყველა, ვინც არაა ნაცბლოკში, გაზრდიან საკუთარ შანსებს და გადაინაწილებენ მაჟორიტარულ ოლქებს.

ლელო, ალეკო და სხვები თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ამ ნაწილის შეთანხმებაში, შანსები წარმატების შემცირდება (ზოგან მაინც), ცხადია.

ნაცბლოკმა რომ ნახევარ საქართველოში( ოლქების დაახლოებით ნახევარში) არ დააყენონ კანდიდატები, ეს იქნება ოპოზიციური მარცხის ფორმულა, რადგან ყველა მის ამომრჩეველს ვერ/არ აიძულებს, ხმა მისცეს სხვა ნომრის კანდიდატს პირველ ტურში…ზოგ შემთხვევაში აგრესიულადაც გამოხატავდნენ აღშფოთებას. იგივეა არანაცი, ანტინაცი განქოცებული ამომრჩევლის შემთხვევაში.

მეორე ტურში კი ხელისუფლების საკითხი წყდება – მეტია ალბათობა, ოპოზიციონერმა კანდიდატმა მიიღოს ნაცურ/ანტინანაცური ხმები.

“ედისონ რისერჩის” კვლევით შალვა ნათელაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ნაკლები შედეგი, ვიდრე სხვა ოპოზიციონრების, ჩემი აზრით აჩვენებს, რომ ერთ შემთხვევაში ასპროცენტიანი ცნობადობის პოლიტიკოსის ნეგატიური რეიტინგშია საქმე, მეორე შემთხვევაში კი არასაკმარის სასტარტო ცნობადობაში, მეტწილად. ამასთანავე, კამპანიის და ოპოზიციური პარტიების ნამდვილი მხარდაჭერის დემონსტრირებით ორივეს აქვს შანსი მეორე ტურში გასვლის და მერე მოგების( პროპორციულში თუ ოპოზიცია მოიგებს).

პროპორციულში თუ ოპოზიცია აგებს( კოვიდი, შემთხვევა და ა.შ. მიზეზით), მაშინ მაჟორიტარებშიც წააგებს, ცხადია. როგორც გინდა და სადაც გინდა დაჯექი, არ გამოვა ორკესტრი ამ შემთხვევაში.

P.S. ნაცების ბულინგის იმედი რომ არ ექნება სერიოზულ ხალხს, ცხადია. ამიტომ, ღიმილისმომგვრელია ზოგ შემთხვევაშასეთი ანგლობა, ზოგ შემთხვევაში კი კონტრპროდუქტიული..”რაკი ძლიერი ხარ, დამითმე, თორე დაგარტყამ” არა მარტო უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ამის მთქმელს, არამედ კონტრპროდუქტიულიცაა. “ვამხელთ ნაცებს, როგორც ოპოზიციის ერთობის ჩამშლელებს” – არაკვალიფიციური ტაქტიკაა, ჩემი მოკრძალებული, კვალიფიკაციაზე პრეტენზიის მქონე აზრით. სუსტის მხრიდან ძლიერის შანტაჟი ძლიერს აძლიერებს, უფრო…თუ გამაოგნებელ შეცდომების კასკადს არ უშვებს წამოკიდებული ძლიერი. არ დაუშვებს!

კარგი ტექსტია გიგის ტექსტი(ის სამდღიანი ვადა შეცდომის აღიარებისთვის და გამოსასწორებლად ნაცებისთვის მიცემული კია ზედმეტი, ჩემი აზრით..სხვა ყველაფერი წესრიგშია). დიდუბე და საბურთალო თუ ვერ შეათანხმა ოპოზიციის ამ ნაწილმა, არ იქნება არც კარგი და არც დამაჯერებელი, რომ თბილისს გარეთ შეძლებენ ამ ნაწილობრივ საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას. გასაგებია, რომ ევსაქებსაც და სხვებსაც სურთ საკუთარი კონკურენტუნარიანი კანდიდატებისთვის რამდენიმე ოლქში იმ ზემოთაღწერილი კონკურენტუნარიანი X კანდიდატ(ებ)ისთვის სასარგებლო პირობების შექმნა. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ნაცებისკენ, ოპოზიციის ლიდერი სუბიექტისკენ ხელის გაშვერა საკუთარი ტაქტიკის სისუსტის, კონტრპროდუქტიულობის დადასტურებაც იქნება, არა მარტო ელექტორალური პრობლემის”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად