დავით ბერძენიშვილი: “…მიხეილ სააკაშვილი არც ქვეყანაშია და არც უმრავლესობისთვისაა მისაღები ქვეყნის შიგნით”

“2003- ში გამარჯვებული ძალის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ იყო დატვირთული მᲫიმე პოლიტიკური წარსულით( წარმატებებთან ერთად) და იყო პროტესტის ლიდერი ადგილზე. ახლანდელი წამყვანი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი არც ქვეყანაშია და არც უმრავლესობისთვისაა მისაღები ქვეყნის შიგნით.” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

“2003- ის და 2020-ის პოლიტიკური ნოემბერი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

2002 წ. თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირმა ბარიერიც კი ვერ გადალახა.
ნაცმოძრაობის პოპულარული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მე კი – მაშინ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ერთიანი ფრაქციის თავმჯდომარე.
შევარდნაძე/აბაშიძის ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგეები ჩოლოქს გაღმა/ გამოღმა სწორედ ჩვენ ვიყავით პარტიულადაც და პიროვნულადაც.

მეორე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები – ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტში მთავარი ფიგურა, ექს/ თავმჯდომარე იყვნენ.

ანუ, 2003 წ. 2 ნოემბრის არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერები იყვნენ სახელისუფლებო პოზიციებზე მყოფი ადამიანები.

ოპოზიციური ლეიბორისტები ძალიან ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პარტია იყო.

შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირს მაშინდელმა ცესკომ გაყალბებული არჩევნებით გამოუწერა 21 პროცენტი, მეტი ვერა. თბილისში მოქკავშირი იყო სრულად განადგურებული.

ძალოვანი სტრუქტურები იყო სუსტი და დემორალიზებული.

თბილისი იყო ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციური, სადაც დომინირებდა სწორედ ჩვენი ბლოკი და ჩვენი პარტნიორები.

დღეს ოპოზიციას არ ჰყავს სახელისუფლებო პოზიციებზე ადამიანები არც პარლამენტში , არც თვითმმართველობაში.

2020- Ში სახელისუფლებო პარტიამ არჩევნებში აიღო 40 პროცენტის მიდამოებში( თბილისშიც) და ცესკომ გამოუწერა 48 პროცენტი( 2003- ში 21პროცენტი, იგრძენით განსხვავება).

2003- Ში ბათუმში და ქობულეთში ოპოზიციური შტაბები, კანდიდატები და აქტივისტები დაარბია აბაშიძის რეჟიმმა – 150 ათასი ხმა გამოიწერა, ანუ გამოიგონა.
შევარდნაძის და აბაშიძის პარტიების ხმათა რეალური ჯამი დაახლ. 25-27 პროცენტის მიდამოებში იყო.
ახლა 40 პროცენტია და პლიუს პატრიოტთა ალიანსის ხმები. აქაც განსხვავება თვალსაჩინოა.

2003- ში ხელისუფლება იყო გაცილებით სუსტი, ვიდრე 2020- ში.

მასშტაბური ქუჩის აქციები 2003- ის ნოემბერში იყო განუზომლად დიდი და მეტი, ვიდრე 2020- ის ნოემბერში.

2003- ის 19 ნოემბერს დასავლეთის პოზიცია უკვე იყო მკაფიოდ ანტისახელისუფლებო, განსხვავებით 2020- ის 19 ნოემბრისა.

2003 წ. 22 ნოემბერს პარლამენტის სხდომის გახსნა ვერ ხერხდებოდა, არც ქვორუმი ჰყოფნიდათ და არც ძალოვან სტრუქტურებს ჩაუკეტავთ პარლამენტის შესასვლელები.
ახლა სხდომაც შედგება და არც ძალოვნები დაუშვებენ სხდომის ჩაშლას.
პირველი სხდომის დღეს იქნება განუზომლად ნაკლები მოტივირებული დემონსტრანტი, ვიდრე იყო 2003- ის 22 ნოემბერს.

არ მეგულება არც ერთი ჭკუათმყოფელი, პასუხისმგებლობიანი, გავლენიანი პოლიტიკოსი, ვინც ამას ვერ ხვდება. მხოლოდ შარშანდელი ტიპის ” პიკეტირებაა” მოსალოდნელი, რეალურად კი ” სირცხვილის დერეფანი”.

გათვლა “პლან ბი-ზე” – 2021 წ. გაზაფხულზე მასშტაბური აქციების მეᲨვეობით ხელისუფლების ჩამოშლაზე არის პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი აკვიატება( არ ვიცი, რეალური პოლიტიკური ძალებიდან ვინმეს თუ აწუხებს მსგავსი ილუზიები, ცალკეული ადამიანების მსგავს აზრებს კი წავწყდომივარ) და ეს აკვიატება იქნება უაღრესად დამაზარალებელი ქუᲩაᲨი Ძალთა ბალანსის Შეუფასებლობის გამო. გაზაფხულზე/ ზაფხულᲨი გალეული პროტესტი ისეთ ნიჰილიზმს გამოიწვევს ოპოზიციურ ამომრᲩეველᲨი, რომ 2021 წ. Შემოდგომის თვითმმართველობის არᲩევნებᲨი ვეღარ იქნება მოტივირებული.
2008-ის მარტᲨი გალეული პროტესტის Შედეგად ოპოზიციამ 200 ათასი ხმით ნაკლები მიიიღო მაისის საპარლამენტო არᲩევნებᲨი, ვიდრე 5 თვით ადრე ჰქონდა საპრეზიდენტო არᲩევნებᲨი ჰქონდა.
2009 წლის ზაფხულის ბოლოს საკნებᲨი განიავებული საპროტესტო განწყობები აღმოᲩნდა 2010- ის მაისᲨი თვითმმართველობის არᲩევნებᲨი ოპოზიციის კრახის გამომწვევი.

გაიხსენეთ აბობოქრებული ოპოზიცია 2007- ის ოქტომბერ/ ნოემბერში, იანვრის რუსᲗაველისა და იპოდრომის უზარმაზარი( მართლა ასიათასიანი) მიტინგები და შეცდომების კასკადის შედეგად გალეული ” ორპალატიანი” შიმშილობა პარლამენტში და პარლამენტის წინ 2008 წ. მარტში.

ან კიდევ 2009 წ. ” 9 აპრილი/ 26 მაისის” მასᲨტაბური აქციები – ბლოკირებული პარლამენტი, მᲗავრობა, პრეზიდენტის რეზიდენცია და კარვებᲨი გალეული პროტესტი… ორივეჯერ სახელისუფლებო რეპრესიები მოჰყვა ოპოზიციური პროტესტის მილევას.

არც მახსენდება ამ საუკუნეᲨი გაყალბების გამო პოსტსაარᲩევნო პროტესტი ქუᲩაᲨი ასეთი მოკრᲫალებული და ხანმოკლე, როგორიც 2020- Ში.

ურთულეს ვითარებაშია ოპოზიცია. მან თან უმრავლესობის მანდატი მიიღო, თან ვერ სარგებლობს ამ მანდატით.

2020- 2021 წწ- Ში უნდა დავძლიოთ ივანიშვილის რეჟიმი. დასავლეთის მეტი მხარდაჭერა უნდა უზრუნველვყოთ. ჩვენი სტრატეგიული მეგობრები ვერ იგებენ მხოლოდ ბოიკოტს, Შედით პარლამენტᲨი და ინსტიტუტები გამოიყენეთ, ᲨეგეᲨველებითო.

გაისად Ჩასატარებელ არᲩევნებამდე საარᲩევნო გარემოს არსებითი ცვლილებების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და უამრავი სხვა წინაპირობის გარეᲨე, ოპოზიცია ვერც იფიქრებს ამ გაყალბებულ პარლამენტᲨი Შესვლაზე. არჩევნები ერთ წელიწადში და მისთვის მზადება დასავლეთის მხარდაჭერით მგონია რეალისტური გზა.

“მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი”. არ იქნება 2003-ის 22 ნოემბერი 2020- ის რომელიმე ნოემბერი (ან დეკემბერი).

არ შეიძლება ” ერთათერთი და განუმეორებელი”, დაჟანგული ტაქტიკის მძევლად ყოფნა.

კიდევ ერთი. 2003- ში გამარჯვებული ძალის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ იყო დატვირთული მᲫიმე პოლიტიკური წარსულით( წარმატებებთან ერთად) და იყო პროტესტის ლიდერი ადგილზე. ახლანდელი წამყვანი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი არც ქვეყანაშია და არც უმრავლესობისთვისაა მისაღები ქვეყნის შიგნით.
და არც გარეთ, განსხვავებით 2003 წ. 19 ნოემბრისაგან…

აღარ გავაგრძელებ… დიდი სხვაობაა მაშინდელ და ახლანდელ 19 ნოემბერს შორის. შესაბამისად, მრავალფეროვნება, ინოვაცია, განსხვავებული პოლიტიკური მენეჯმენტი გვმართებს.” – წერს დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად