დავით ბერძენიშვილი: მიხეილ ჩხენკელის დაბრუნებას პოლიტიკური ცუნამი არ გამოუწვევია

“საკადრო კარუსელი უკვე ერთიდაიგივე წრეშია”-ასე გამოეხმაურა, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებებს.

” განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დაბრუნებას არ გამოუწვევია პოლიტიკური ცუნამი. ჩხენკელი კი არა, 4 წლით თადარიგში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილიც დაბრუნდა ხელისუფლებაში, თავდაცვის მინისტრად. ზაქარია ქუცნაშვილის საკითხი, კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია. შოთაძის საკითხიც, ამ ტიპის არის. ასე რომ, საკადრო კარუსელი უკვე ერთიდაიგივე წრეშია. ამოიწურა, როგორ ჩანს, საკადრო რესურსი “ქართუში” მეტი აღარავინ მუშაობდა”,-ამბობს დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად