დავით ბერძენიშვილი: მეუბნებიან, რომ ზუკა არის პოლიციის მთავარ სამმართველოში და პროცესი ხვალ იქნებაო

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“როგორც გვეუბნებიან, ზუკა არის პოლიციის მთავარ სამმართველოში. პროცესი ხვალ იქნებაო. მასთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი გიორგი მონავარდისაშვილი”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

“რუსთავი 2”-თან საუბრისას კი ამატებს, რომ ყველა დაკავებული ზაფხულში რუსთაველზე “სირცხვილიას” აქციას მართავდნენ და ეს ჰგავს ანგარიშსწორებას.

შეგახსენებთ, პარლამენტთან წყლის ჭავლის გამოყენებით აქცია დაშალეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მათ შორის დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად