დავით ბერძენიშვილი: კობახიძის განცხადება ძალიან მდარეა, ბიძინას კარზე მისი ქვეშევრდომები ერთმანეთს ეჯიბრებიან

კობახიძის განცხადება უკვე ძალიან მდარეა, ბიძინას კარზე მისი ქვეშევრდომები ერთმანეთს ვეზირობის დამტკიცებაში ეჯიბრებიან, – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძის მორიგ ხმაურიან განცხადებას.

როგორც ბერძენიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, “ოცნებაში” მხოლოდ ბიძინაა, პარტიის სხვა წევრები კი “პოლიტიკისგან დაცლილი უფერული მასაა, რომელიც უფრო და უფრო აგრესიული ხდება.

“ეს ძალიან მდარეა, უკვე რამდენჯერ გაიმეორა. იქით ვოლსკი გაეთამაშა რომან გოცირიძეს “ბახ, ბახ”. ბავშვობაში არიან, რეალობას მოწყვეტილები არიან. ბიძინას ქვეშევრდომები ბიძინას კარზე ერთმანეთს ეჯიბრებიან ვეზირობის დამტკიცებაში და უთავმოყვარეობაში. არ არის ჩემთვის საინტერესო “ოცნება”, ის ჩემთვის არ წარმოადგენს რაიმე ელექტორალურ ღირებულებას. არის ბიძინა ივანიშვილი, მისი სახელისუფლებო ინსტრუმენტებით, შერჩენილი რეიტინგით, რაც აქვს დარჩენილი და ასევე უზარმაზარი ფინანსური რესურსით. ყველა დანარჩენი პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილია, უფერული მასა, რომელიც სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ექს-თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გოიმურ ოპოზიციას პრემიერმა მასტერკლასი ჩაუტარა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად