დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლება მიხრწნილი და შეშინებულია, ყველაფერს ებღაუჭება!

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას განაცხადა, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლება მეორე ვადით არჩევის ბოლოს ხავს ებღაუჭება.

“მე მაქვს ვერსია რატომ არის წერლს ასეთი აღვირახსნეილი, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი კამპნია “ქართული ოცნების მხრიდან”. ხელისუფლება ფაქტობრივად მიხრწნილია, შეშინებულია. მეორე ვადის ბოლოს, ის ებღაუჭება ყველაფერს და ბევრი ფაქტორია, რაც ამას აერთიანებს.

ეს არის შეტევა მედიაზე. “რუსთავი 2”-ის საკითხი რომ მოაგვარა თვითონ როგორც თვლის ახლა, “ტვ პირველს” შეუტია. ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რის გამოც მამუკა ხაზარაძე მტრად გამოაცხადა. ანაკლიის პორტი მარტო ეკონომიკა არ არის და ივანიშვილის დამოუკდიდებელი ბიზნესტრუქტურის საქმიანობა არ არის. ანაკლიის პორტი უსაფრთხოებითი პროექტიცაა.”,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად