დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილი როგორც რუსი “კუკლავოდი”, ისე მართავს თავის ხალხს

იატაკქვეშეთში გადამალული ბიძინა ივანიშვილი, როგორც უპასუხისმგებლო მმართველი, როგორც რუსი „კუკლავოდი“ აი ისე მართავს თავის ხალხს, – ეს განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

ბერძენიშვილის თქმით, მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა გაგრძელდება.

დავით ბერძენიშვილი: ეს ვითარება გვაქვს და ამიტომ გასაგებია, რომ მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა გაგრძელდება და იატაკქვეშეთში გადამალული ბიძინა ივანიშვილი, როგორც უპასუხისმგებლო მმართველი, როგორც რუსი „კუკლავოდი“ აი ისე მართავს თავის ხალხს. სახელისუფლებო ელექტორატში გახარიას მიმართ განწყობები თუ ძალიან პოზიტიური გახდა, გახარიასაც თითს დაუქნევს და მასაც მოქაჩავს და ჩამოწევს ქვემოთ.

_ ანუ თუ მოხდა ისე, რომ გახარია პოსტ კრიზისულ პერიოდს კარგად გაართმევს თავს და მისი ავტორიტეტი გაიზრდება, ეს მისთვის სახიფათო იქნება?

_ არა, მე არ ველი, რომ მისი ავტორიტეტი გაიზრდება. ბიძინა ივანიშვილი ასეთს არ აძლევს მთავრობას. მას რა თქმა უნდა უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვს და უკვე შეეძლო, რომ დახმარებოდა ფინანსურად ხალხს, მაგრამ მას ეს არ უნდა. როგორც ჩანს, ხალხზე გაბრაზებულია. მიიჩნევს, რომ ვერ დაინახა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის სიდიადე.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად