დავით ბერძენიშვილი: ღარიბაშვილი ხელისუფლების სისუსტე და პრობლემაა და არა ჩვენი

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ქართულმა პოლიტიკამ რაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ოპოზიციაში ემოციები დაცხრა.
როგორც უფრო მოსალოდნელი იყო, ქართულმა პოლიტიკამ რაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ღარიბაშვილი ხელისუფლების სისუსტე და პრობლემაა და არა ჩვენი.
ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ფორმატში ოპოზიცია წარსდგება სრულფასოვნად.
ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი ივანიშვილის მორჩილი ქვეშევრდომია. მას არ მიეცემა ბრიუსელის შეხვედრის ჩაშლის საბაბი.

P.S. შავი იუმორის ამბავში – გერმანიის კაპიტულაციაზე ხელმომწერი გენერალი კაიტელი ნიურნბერგის სასამართლომ მალევე დამნაშავედ ცნო და ცუდად დაამთავრა.
პოლიტიკურად( სამართლებრივადაც?) ღარიბაშვილიც( თუ რომელიმე სხვა ხელმომწერი) ასევე ცუდად დაამთავრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...