დავით ბერძენიშვილი “ევროპულ საქართველოზე”: თვლაში ეშლებათ და მათი მიდგომა არის მარცხის ფორმულა

“რესპუბლიკური პარტიის” ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მოკრძალებული წვლილი შეაქვს საერთო ოპოზიციური გამარჯვების ფორმულის ძებნასა და უზრუნველყოფაში და მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის საკითხში “ევროპული საქართველოს” მხრიდან შეთავაზებულ წინადადებას აკრიტიკებს.

ამის შესახებ დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“გიგა ბოკერიამ ბრძანა: “უამრავი სიცრუე ითქვა ნაციონალური მოძრაობის ახლანდელი სპიკერების მხრიდან, თითქოს ვთავაზობდით ნაცმოძრაობას, რომ ნახევარ საქართველოში არ დაეყენებინათ კანდიდატები”. მე მიგულისხმა( ვთქვი საჯაროდ, რომ ნახევარ საქართველოში ნაცბლოკის კანდიდატებზე უარის თქმა იქნებოდა ოპოზიციური მარცხის ფორმულა) გიგამ თუ ნაცმოძრაობის რომელიმე წევრი, ვინც გაიზიარა ჩემი მიდგომა, არ ვიცი. არც აქვს არსებითი მნიშვნელობა.

მე და გიგი უგულავა ერთმანეთს დღემდე კორექტულად და პატივისცემით ვეხმიანებით, ვეკამათებით ამ საკითხში საჯაროდ. გიგა ბოკერიამ გუშინ ბრიფინგით გვამცნო,11/8 პროპორციას ვთავაზობდით ოპოზიციური პარტიების სახელით ნაცმოძრაობასო.

ეს აბა რას ნიშნავდა?

8 ოლქში არ დააყენოთ კანდიდატებიო( 6 ოლქში ისედაც არ ჰყავთ კანდიდატები თბილისში ნაცებს….8+6=14…სულ 30 ოლქია. მთლად ნახევარი არაა, რაც მართალი, მართალია.

მეორე ვერსიად ჰქონიათ საკუთარი პარტიული შეთავაზება , 4 კონკრეტულ ოლქში არ დაგვიყენოთ ნაცბლოკმა კანდიდატებიო – ანუ, მხოლოდ ჩვენ ორმა მოვილაპარაკოთო.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ 5 ნომრის კანდიდატები უნდა იყვნენ ოლქებში თბილისს გარეთ და ძალიან სასურველია, რომ ევსაქებმა და რამდენიმე პარტიამ ერთმანეთთან შეთანხმებით გაიყონ ოლქები რეგიონებში და დააყენონ ძლიერი კანდიდატები, რათა გავზარდოთ და დავაზღვიოთ საერთო ოპოზიციური წარმატება.

პირველ ტურში რამდენიმე ოპოზიციონერის გამარჯვების შანსი გავზარდოთ და არსებითად შევამციროთ საერთოოპოზიციური გამარჯვების შანსი( 80 პროცენტი პროპორციულით ირჩევა, შეგახსენებთ. ძლიერი მაჟორიტარი ხომ ზრდის ოპოზიციური პროპორციული მანდატების რაოდენობას) არის არასწორი მიდგომა-შეცდომაა.

თბილისში ვალად დარჩენილილ საბურთალო და დიდუბე/ჩუღურეთში შეთანხმებასაც ვგულისხმობ, ცხადია. ოცდააათმა პარტიამ ვიცით, რომ ჯერჯერობით არ უჩანს კაი პირი ამ ორ ოლქში შეთანხმებასაც.

ვიცით, სადაც აპირებს ეკა ბესელია კენჭისყრას. ლიდერებმა ერთმანეთს არ დავუყენოთ კონკურენტებიო.

გირჩი, ირაკლი ოქრუაშვილის პარტია, ლეიბორისტები და კიდევ რამდენიმე სუბიექტი საუბრობს ერთმანეთთან – დღემდე უშედეგოდ. გგულშემატკივრობთ. შეთანხმდით. იქნებ შეძლოთ. ლელო, ალეკო ელისაშვილი და უამრავი სხვა ჯგუფი აპირებს კანდიდატების დაყენებას ერთმანეთთან შეუთანხმებლად. რამდენიმე პარტია მაინც შეთანხმდით ნაცების და ამ სხვა პარტიების კანდიდატებთან საპაექროდ.

მეორე ტურში ხომ გასულ ოპოზიციონერებს ვუჭერთ ყველა მხარს სახელისუფლებო პარტიების კანდიდატების წინაააღმდეგ…

მე ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს საერთო ოპოზიციური გამარჯვების ფორმულის ძებნასა და უზრუნველყოფაში. რომელიმე პარტიამ რამდენიმე მანდატით მეტის მიღების შანსი გაიჩინოს სხვა, გაცილებით ძლიერი ოპოზიციური სუბიექტის უფრო მეტი მანდატის დაკარგვის ხარჯზე და ფასად…ამას გვთავაზობს “ევროპული საქართველო” მისდა უნებურად. თვლაში ეშლებათ და მათი მიდგომა არის მარცხის ფორმულა. ამჯერად ამით შემოვიფარგლები”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად