დავით ბერძენიშვილი: ერთი თვე ერთადერთი ორიენტირი არის ადამიანების სიცოცხლე

ერთი თვე არათუ პრიორიტეტული, არამედ ერთადერთი ორიენტირი არის ადამიანების სიცოცხლე, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მესმის, კეთილი ზრახვებით ხდება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: გადაჭარბებული, ზედმეტი, ზოგჯერ არაადეკვატურიც კი მგონია ეკონომიკური თუ სოციალური შეღავათების შეთავაზებების ეს სიჭარბე, ერთგვარი კონკურენცია (წლის ბოლოს რომ შეიძლება ეკონომიკური ეფექტი გამოიღოს/ან არ გამოიღოს… არ ვგულისხმობ ერთჯერად, სასწრაფო დახმარებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის)…

ლარიც დაიჭიროს ხელისუფლებამ და ასობით მილიონის ხარჯიც გასწიოს ახლავე – არაა არც სამართლიანი და არც კვალიფიციური).

ერთი თვე არათუ პრიორიტეტული, არამედ ერთადერთი ორიენტირი არის ადამიანების სიცოცხლე!!!” – წერს დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად