დავით ბერძენიშვილი: ეპიდემიისას, რა დროს პოლიტიკური პრეფერენციებია?!

ახლა ექიმების კლასტერს ნუ გავაჩენთ ჩვენდა უნებურად ნაცქოცურ დაპირისპირებაში, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი Facebook-ში წერს.

მისი თქმით, ეპიდემიისას პოლიტიკური პრეფერენციების დრო არ არის.
“ფრენდებთან ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს: ახლა ექიმების კლასტერს ნუ გავაჩენთ ჩვენდა უნებურად ნაცქოცურ დაპირისპირებაში.
აქაურ თუ იქაურ ექიმების ერთ ნაწილს მოკრძალებით ვთხოვ, ერთმანეთთან მეტი პროფესიული კომუნიკაცია აჯობებს საჯარო პოლიტიკურ გარჩევებს.
ზოგი ზვიადისტი/მიშისტი, შევარდნაძისტი თუ ასლანისტი ექიმი რესპებს ახლაც გაგვკრავს ხოლმე, მაგრამ ეს სულაც არ მადარდებს. რა დროს პოლიტიკური პრეფერენციებია ეპიდემიისას”, – წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად