დავით ბერძენიშვილი: ეკლესია მარტო ხელისუფლებისგან კი არა ოპოზიციისგანაც უნდა გაიმიჯნოს

„მე არა მხოლოდ სეკულარიზმის მომხრე ვარ, არამედ „რესპუბლიკელები“ დიდი ხანია მას ვამკვიდრებთ ქართულ პოლიტიკაში“, – ასე პასუხობს „აიპრესის“ კითხვას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი იმაზე, რომ რამდენად გამართლებულია რელიგიური თემების წინა პლანზე წამოწევა პოლიტიკოსების მხრიდან.

პოლიტიკოსის თქმით, სეკულარიზმის დამკვიდრების მხრივ დიდი ხნის განმავლობაში „თეთრი ყვავები“ იყვნენ.

„კარგა ხნის განმავლობაში ვიყავით “თეთრი ყვავები”, ახლა სულ უფრო და უფრო მეტი პარტია გვეთანხმება ამაში, ერთ პოზიციაზე ვდგავართ, რომ ეკლესია უნდა გაიმიჯნოს არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ოპოზიციისგანაც. პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს, არა მხოლოდ სახელმწიფოსგან, არამედ მთლიანად პოლიტიკისგან“, – გვითხრა დავით ბერძენიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად