დავით ბერძენიშვილი: ჩემთვის გახარია პოლიტიკური კეთროვანია, 20 ივნისის სახე და ამ დანაშაულზე მთავარი პასუხისმგებელია

“გახარიას წარმოჩენა უკვე ძლიერ მესამე ძალად ღიმილის მომგვრელიცაა და პოლიტიკურადაც მცდარი მიდგომაა.” – ამის შესახებბ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მოცემულობად გახარიას გასაღება გამოკვეთილ და მზარდ მესამე ძალად, რომლის გარეშე ხელისუფლება ვერ ჩამოყალიბდება, უპასუხისმგებლო პოლიტიკური დღის წესრიგია.

გახარიას ვინც შესაძლო პარტნიორად მოიაზრებს ოპოზიციაში, პოლიტიკის ანა- ბანა ვერ უსწავლია.
ჩემთვის გახარია პოლიტიკური კეთროვანია, 20 ივნისის სახე და ამ დანაშაულზე მთავარი პასუხისმგებელია.
ეტყობა, ეს კითხვაც უნდა დაისვას – ოპოზიციიდან თუ ხელისუფლებიდან ვინ აპირებს გახარიასთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგად?” – წერს დავით ბეძენიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა და გუშინ, კონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

კომენტარები
იტვირთება...