დავით ბერძენიშვილი: ჩემი აზრით, ლევან კობერიძე ვაკეში აუტსაიდერია

“ლელოს” თბილისში ორი ოლქი შევთავაზე. მათი გადასაწყვეტი იყო ვინ იქნებოდა, მაგრამ პირველ რიგში ორ მათ ლიდერს ეხებოდა. დათო უსუფაშვილი ოლქში სულ აღარ არის და ბადრი ჯაფარიძე ძალიან სერიოზული კონკურენციის ოლქშია, საბურთალოზე”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამბობდნენ ვაკეში ელენე ხოშტარიას კონკურენტს არ დაუყენებდნენ, მათ მაინც დააყენეს კანდიდატი.

“მე პირადად “ლელოს” თბილისში ორი ოლქი შევთავაზე. მათი გადასაწყვეტი იყო ვინ იქნებოდა, მაგრამ პირველ რიგში ორ მათ ლიდერს ეხებოდა. დათო უსუფაშვილი ოლქში სულ აღარ არის და ბადრი ჯაფარიძე ძალიან სერიოზული კონკურენციის ოლქშია, საბურთალოზე. ეს მათი არჩევანია.

ხომ ამბობდნენ, რომ ვაკეში არავითარ შემთხვევაში არ დავაყენებთო, სიტყვის კაცი ვარო და ელენე ხოშტარიას არ დავუყენებ კონკურენტსო, მაგრამ დაუყენეს. არ ვერჩით, მშვენიერი ტექსტი დაწერა ელენემ. ჩემი აზრით, ლევან კობერიძე აუტსაიდერია იმ ოლქში, მაგრამ არის კანდიდატი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად