დავით ბერძენიშვილი: ბურჯანაძე უფრო სოლიდური პრორუსია, ვიდრე ინაშვილი

ბურჯანაძე უფრო სოლიდური პრორუსია, ვიდრე ინაშვილი, – ამის შესახებ „აიპრესს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკა ისეთია, რომ პრორუსი ინაშვილის გარდა ფაქტობრივად არავინ იქნება ისეთი, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” მაშველი რგოლი იქნება კოალიციის შექმნის თვალსაზრისით.

„პრაქტიკა ისეთია, რომ პრორუსი ინაშვილის გარდა არც იქნება რომელიმე ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ივანიშვილის კოალიციისთვის მაშველი რგოლი იქნება. შესაძლოა ამ პარტიებს დაემუქრა ასეთი განაცხადების გაკეთებისგან თავშეკავებისგან, მაგრამ ასეთი აღიარებითი ჩვენება პოლიტიკური უმწიფარობის გამოვლენა იყო, ამიტომაც დღეს თქვა, რომ 60%-ს ავიღებთო”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, ბურჯანაძეს საით ხედავს – ივანიშვილისკენ თუ მის წინააღმდეგ? – პასუხობს:

„არ ვიცი, არ მიფიქრია. მისი საარჩევნო კამპანია იქნება მის წინააღმდეგ, მაგრამ არა ისეთი გამოკვეთილი, როგორიც პროდასავლურ პარტიებს. ბურჯანაძე და ირამა ინაშვილი ერთმანეთის კონკურენტები არიან. ბურჯანაძე უფრო სოლიდური პრორუსია, ვიდრე ინაშვილი”, – გვითხრა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ: ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად