დავით ბერძენიშვილი: ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა ქოსატყუილა

ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა “360 გრადუსში” განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართევლოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქოსატყუილაა. ის დათვით უსუფაშვილს პრემიერობას პირდებოდა, თუმცა შემდეგ უარყო.

“ერთ რამეს ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილმა მოიტყუა. ბიძინა ივანიშვილია აღმოჩნდა ქოსატყუილა. ბევრი თვალსაზრისით, დათო უსუფაშვილს როგორ შევთავაზებდი პრეიერობასო ჩემთან აქვს 5-ჯერ ნათქვამი, ხათუნა სამნიძესთან. ნახევარი რესპუბლიკური პარტია იყო ჩართული ამაში. ამოვისუნთქეთ როდესაც თავი დაგვანება. ამის პატიებას არ ვაპირებ, ტყუილების პატიებას არ ვაპირებ”,-ამბობს დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად