დავით ბერძენიშვილი ბელარუსზე: ჩვენი ხელისუფლების დუმილი და მაჩანჩალობა პრაგმატულადაც სამარცხვინოა

ჩვენი ხელისუფლების დუმილი და მაჩანჩალობა პრაგმატულადაც სამარცხვინოა, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“როცა ამდენი ქალი გამოდის ქუჩაში და როცა ბავშვებს ართმევენ, ამ ვითარებაში დუმილი და მაჩანჩლობა ისეთივე სამარცხვინოა და პრაგმატულად მიუღებელი ჩვენთვის… იცით რა? ბელორუსში მიშა სააკაშვილი გივი თარგამაძეს გზავნიდა, ასეთი დროც იყო. შემდეგ უფრო დათბა ურთიერთობები იგივე ლუკაშენკო. აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ტაში კი არ დავუკარით მუხთარლის საქმეზე ალიევების კლანს. ვინც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გვეხმარება, იმასთან პირველი თუ არა მესამე მაინც იყავი, სულ მაჩანჩალა ნუ იქნები. ეს არის ქართული პოლიტიკური ელიტის და არა მხოლოდ ხელისუფლების წინაშე მდგარი ამოცანა და მეტი ინტელექტი ჩავდოთ ჩვენი პოზიციის შეფასებაში, გამომუშავებაში და გაჟღერებაში”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტ ლუკაშენკოს 80% ხმებით გამარჯვების გამოცხადებისთანავე დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

გუშინ, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტმა მხარდამჭერმა ინფორმაციული ტექნოლოგიის სპეციალისტებმა შეძლეს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით სმარტფონებიდან ინტერნეტში შეღწევის გზის გამონახვა და ბელარუსში მოქმედი საზღვარგარეთული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტაქსების და რიგი სხვა კომპანიები ბელარუსიდან ოფისების გატანაზე ალაპარაკდნენ, ბელარუსის ხელმძღვანელობამ შეწყვიტა ინტერნეტის ბლოკირება.

გუშინდელი დღე ბელარუსში პროტესტის ახალი ფორმით აღინიშნა, სოლიდარობის ჯაჭვებში ჩაბმული თეთრებში ჩაცმული ქალები მილიციონრებს ყვავილებს ჩუქნიდნენ. ასეთი სახის აქციები არა მხოლოდ მინსკში, არამედ გომელში, ლიდაში და ვიტებსკში გაიმართა. დემონსტრანტებისადმი სოლიდარობა გამოხატეს მედიცინის მუშაკებმა. თეთრ ხალათებში ჩაცმული მედიკოსები ძალადობის შეწყვეტისკენ და დაპატიმრებული კოლეგის და მისი მეუღლის და არსრულწლოვანი შვილის განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე კლასიკური გიმნაზიის შენობის წინ ბელარუსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად