დავით ბერძენიშვილი: ამ ხელისუფლების არავის არ გვეშინია, ისევ წააგებს…

” არავის არ გვეშინია ამ ხელისუფლების”,-ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ივანიშვილი უპირისპირდება ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილს, მთელ დემოკრატიულ ინსტიტუციებს და ასევე აშშ-ს, ევროპას, ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს. შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილი გაუმკლავდეს ქართული საზოგადოების და დასავლეთის გამოკვეთილი მხარდაჭერის ერთობლივ ერთიან სივრცეს, წააგებს და თავს წააგებს”,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშილის თქმით, ხელისუფლება უპირისპირდება ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილს.

” არავის არ გვეშინია ამ ხელისუფლების, წააგებს ისევ ხელისუფლება, მთავარი და არსებითია ის, რომ ეს დღეები, 20 ივნისიც, ნიკა გვარამიას ყოჩაღი, ღირსეული ქმედება იქნება მნიშვნელოვანი შემადგენელი ბიძინა ივანიშვილისგან და ამ ტიპის არადემოკრატიული მმართველებისგან ქვეყნის გათავისუფლებაში,“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...