დავით ბერძენიშვილი: 3000-ანი მიტინგებით თუ გაილევა ოპოზიციური ენერგია გაზაფხულზე, დემორალიზებული ოპოზიციური ამომრჩეველი შემოდგომაზე ვერ გაუმკლავდება თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებას

“ჯანსაღი დუსკუსიაა ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც საჯარო სივრცეში დროულად გადმოიტანა სალომე სამადაშვილმა. მე სოლიდარობას ვუცხადებ ნაციონალების ერთ- ერთ მთავარ ფიგურას, რომელიც ჯერ, ალბათ, უმცირესობაშია საკუთარ პარტიაში. ისე, იგივე პოზიციაზე არის პარტიის და ბლოკის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, ენმ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე…” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ილია ჭავჭავაძის სიტყვები გამახსენდა, ხმები ყოველთვის კი არ ითვლება, ხანდახან იწონებაო…

მე არ მინდა გაზაფხულზე ფალსტარტი. თუ ვინმე ფიქრობს, ახლა კი არ გამოგვივიდა მასშტაბური აქციები, მაგრამ გაზაფხულზე გამოვცვლით ხელისუფლებას “შემაძრწუნებელი” მასშტაბის აქციებითო, ეს არასწორი მოლოდინია და პოლიტიკურად სახიფათოა. სამი ათასიანი მიტინგებით თუ გაილევა ოპოზიციური ენერგია გაზაფხულზე, დემორალიზებული ოპოზიციური ამომრჩეველი შემოდგომაზე ვერ გაუმკლავდება თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებას( ასე მოხდა 2008- ში და 2009/10 წლებში)”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად