ბერძენიშვილი: “ევროპული საქართველო” ოპოზიციის ლიდერი პარტია ვერ გახდება, წინა არჩევნები ამის საფუძველს არ გვაძლევს

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “ღამის მთავართან”, ამავე გადაცემაში “ევროპული საქართველოს” წევრის, პარლამენტის ვიცესპიკერის სერგი კაპანაძის გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა. 

“კოალიციური მთავრობა შეიქმნება, საპარლამენტო უმრავლესობა შეიქმნება, ან ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით და მისი ალტერნატივა შესაძლოა იყოს მხოლოდ ის კოალიცია, ასეთია ჩვენი დღევანდელი რეალობა, სადაც იქნება “ნაციონალური მოძრაობა”. სხვა კონფიგურაცია… როდესაც 38% პროცენტი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”…

მე არ ვერჩი, ვგულშემატკივრობ ევროპულ საქართველოს, მაგრამ არც თვითმმართველობის არჩევნებზე, მით-უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნებზე… 2017 და 2018 წლები არ გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ უახლოეს ხანებში ვივარაუდოთ, რომ “ევროპული საქართველო” ოპოზიციის ლიდერი პარტია გახდება. თუმცა, მე ვგულშემატკივრობ ამ პარტიას და ყველა პროდასავლურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ,  სერგი კაპანაძის თქმით, “პირველი ამოცანაა არ იყოს ივანიშვილი. წერტილი. ამაზე სადისკუსიო არაფერია. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანაა მთავრობა შეიქმნას “ევროპული საქართველოს” ირგვლივ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად