ბერძენიშვილი: 2006 წელს “დესეთედან” გამოსვლის საკითხი დავსვი და “ნაცმოძრაობამ” მხარი არ დაუჭირა

2006 წელს, ფრაქციის სახელით კენჭისყრაზე „დესეთედან“ გამოსვლის საკითხი დავსვი და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დამიჭირა,- ამის შესახებ ,, რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

” 2006 წელს, დავსვი კენჭისყრაზე ფრაქციის სახელით “დესეთედან“ გამოსვლის საკითხი და “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი არ დამიჭირა. შიგნით გვქონდა დიდი კამათი და არ დაუჭირა სააკაშვილმა მხარი იმ ფრთას, რომელიც გვეთანხმებოდა რომ “დესეთედან” უნდა გამოვსულიყავით.

ეს ჩვეულებრივი ამბავი არ იყო. დსთ-ს ეგიდით იდგა აფხაზეთში ჯარი. რუსეთთან 1992 წელს დადებული ხელშეკრულებით იდგა ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი. ჩვენ ამ ჯარებისგან უნდა გაგვეთავისუფლებინა ქვეყანა. ჩვენი დასტურით იდგა იქ ჯარი. ვერ დავითანხმეთ სააკაშვილი. ჩათვალა როგორც ჩანს, აუტკივარი თავის ატკივება იქნებოდა. შეცდომა მოუვიდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. 15 აგვისტოს, დსთ-დან გამოვედით კი არა მაშინ გამოგედებულები ვიყავით, ტერიტორიები გვქონდა დაკარგეული”,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...