დავით ბაქრაძე: ციხეებში სახალხო დამცველის მოწოდებული ინფორმაციით, იყო მძიმე ვითარება, მე მას მაქსიმალურად ვეხმარებოდი

“ევროპული საქართველოს” თავჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პრობლემების და დარღვევების შესახებ ინფორმირებული იყო.

როგორც დავით ბაქრაძემ “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა, იმ პერიოდში, სახალხო დამცველთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა და მაქსიმალურად ცდილობდა, მისი კომპეტენციისა და რესურსის ფარგლებში, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა, აქტიურად ჩართულიყო პრობლემების მოგვარებაში.

ამასთან, დავით ბაქრაძის თქმით, ყველა დეტალი, რაც საპატიმროებში არსებობდა, არც სახალხო დამცველმა და არც მან არ იცოდა.

“ციხეში ზოგადად არსებული პრობლემები ჩემთან მოდიოდა. სახალხო დამცველთან მქონდა საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა. მაშინ იყო გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი. მე მას რეგულარულად ვხვდებოდი და იყო რამდენიმე კონკრეტული საკითხი, მათ შორის, კონკრეტული ციხეების დირექტორებთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანების შეცვლა მომხდარიყო, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ ციხეებში ბატონი ტუღუშის მოწოდებული ინფორმაციით, იყო მძიმე ვითარება. ამ დირექტორების შეცვლაზე, განგაშის ატეხვაში, სიტუაციის შეცვლის მცდელობებში, რამდენჯერმე გვქონდა საგანგებო შეხვედრა და ყველა ასეთ საკითხზე, როდესაც სახალხო დამცველი მოდიოდა, რომ არის პრობლემა, მე მაქსიმალურად მას ვეხმარებოდი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კითხვაზე – როდის გახდა ცნობილი სერგო თეთრაძის ბედის შესახებ წინა ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარისთვის ცნობილი, დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომ “კონკრეტულად არ ახსოვს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად