დავით ბაქრაძე: საქართველოს მთელი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის

„საქართველოს მთელი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, რომ გვიწევს ცხოვრება თავისუფალ საქართველოში.”,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ამ თავისუფლების დასაცავად, რომ 26 მაისს, აღარასდროს აღარ მოჰყვეს 25 თებერვალი. ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ ნამდვილად თავისუფალი, ერთიანი, წელში გამართული და ევროპული ქვეყანა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღეს 101 წელი შესრულდა. 1918 წლის 26 მაისს, საღამოს 17 საათსა 10 წუთზე ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასაბამი დაუდო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...