დავით ბაქრაძე: ყველაზე ძლიერი იარაღი-ლოქდაუნი გამოვიყენეთ გაზაფხულზე და დღეს როცა გვიჭირს ვეღარ ვიყენებთ

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ტვ „პირველის” ეთერში განაცხადა. ბაქრაძე მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

„რაც არ უნდა წერტილოვანი უწოდონ, რაც მოვისმინეთ შინაარსით არის ფაქტობრივი ლოქდაუნი. ამ პირობებში როდესაც გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო კოვიდის დამარცხება და ვერც სიტუაციის მართვა სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა დისკუსია იმაზე იყოს თუ არა ქვეყანაში ლოქდაუნი.
პრობლემას აჩენს ის რომ ხელისუფლებამ ლოქდაუნი ერთხელ უკვე გამოიყენა და მაშინ ფაქტობრივად ხალხისა და ეკონომიკის რესურსი დაიყვანა ნულზე. გაზაფხულზე იმ მასშტაბის ლოქდაუნი იყო არასწორი და ემსახურებოდა ერთადერთ რამეს ოცნების წინასაარჩევნო პიარს, როგორი ეფექტური მთავრობა გვყავს და როგორ დააამარცხეს კოვიდი. იმისთვის რომ ეფექტური ეძახათ და არჩევნები მოეგოთ ყველაძე ძლიერი იარაღი-ლოქდაუნი გამოვიყენეთ გაზაფხულზე და როცა გვიჭირს დღეს ვეღარ ვიყენებთ”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად