დავით ბაქრაძე: ყველამ ერთად, ზოგმა მეჩეთში ლოცვით, ზოგმა ეკლესიაში, ზოგმა სინაგოგაში ლოცვით უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი  ტარიელ ნაკაიძე სოფელ დიდაჭარაში მეჩეთში, პარასკევის ლოცვას დაესწრნენ. მოგვიანებით, მათ მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ინფორმაციას “ევროპული საქართველო” ავრცელებს.

დავით ბაქრაძის თქმით, მოსახლეობას აქვს მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო მისი მოგვარების გზა საპარლამენტო არჩვენებზე გადის. ტარიელ ნაკაიძემ ხაზი გაუსვა უმცირესობების პრობლემებს და აღნიშნა, რომ ის იქნება ყოველი მოქალაქის ღირსეული დამცველი საქართველოს პარლამენტში.

„მე ვარ მარლთმადიდებელი ქრისტიანი და მე დღეს მოვედი მეჩეთში და დავესწარი ლოცვას, რომ ამით გამოვხატო ჩემი პატივისცემა საქართველოს ქართველი მუსლიმი თემის მიმართ. ამ ადამიანებს აწუხეთ ძალიან ბევრი პრობლემა და ეს ხალხი არის ჩვენი საზოგადოების სისხლი და ხორცი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ საქართველოს მუსლიმი თემის პრობლემები მოგვარდეს, რომ ამ ადამიანებს ჰყავდეთ ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში და ჩვენ ყველამ ერთად, ზოგმა მეჩეთში ლოცვით, ზოგმა ეკლესიაში ლოცვით, ზოგმა სინაგოგაში ლოცვით, ყველამ ერთად ავაშენოთ ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი საერთო სამშობლო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში ჰყავდეთ წარმომადგენელი და აქ, ზემო აჭარაში, ევროპულ საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, ძალიან წესიერი ადამიანი, ამ საზოგადოების ნაწილი, ჩვენი ქართველი მუსლიმი თემის ნაწილი ტარიელ ნაკაიძე და მე დარწმნებლი ვარ, რომ ის იქნება ამ კუთხის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად