დავით ბაქრაძე: ქართული სახელმწიფო ვალშია დევნილებთან, ვინც რუსული ოკუპაციის შედეგად დაკარგა ყველაფერი

,,ევროპული საქართველოს,, ლიდერი დავით ბაქრაძე ცხინვალის რაიონის სოფელ ხეითიდან იძულებით გამოდევნილ ოჯახებს გორის რაიონში სკრის დასახლებაში შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა უჩა კეკელიშვილის ოჯახს.დავით ბაქრაძესთან საუბარში უჩა კეკელიშვილმა და დევნილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს რუსულოი ოკუპაციისა და აგრესიის მძიმე დღეები. ისაუბრეს დევნილების დღევანდელ პრობლემებზეც.

‘’რუსული აგრესია და ოკუპაცია იყო ტრაგედია მთელი ქვეყისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეული და ტრაგიკული დევნილებისთვის, ვის მხრებზეც გადაიარა ჩვენი ისტორიის ყველაზე მტკივნეულმა პროცესებმა . ადამიანებისთვის ვინც დაკარგა სახლ -კარი ,დაკარგა შემოსავალი, ვისაც დაენგრა ცხოვრება და ძალიან ბევრმა მათგანმა დაკარგა, ასევე ოჯახის წევრები. ყველაზე მძიმე ის ტრაგედიაა, რომელიც გავიარეთ და გრძელდება დღეს ოკუპაციის სახით ,ყველაზე მძიმე არის დევნილებისთვის .
მე, არაერთგზის მითქვამს და დღესაც ვიმეორებ ვალშია ქართული სახელმწიფო დევნილებთან ,ვინც რუსული ოკუპაციის შედეგად დაკარგა ძალიან ბევრი რამ , საკუთარი სახლ-კარი და ოჯახის წევრები . ჩვენი ვალდებულებაა ყველაფერი გავაკეთოთ დევნილთა პირობების გასაუმჯობესებლად და იმისთვის რომ საქართველოს გამთლიანებმადე და ეს აუცილებლად იქნება და მათ სახლებში დაბრუნებამდე იქ სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ ქონდეთ შედარებით უკეთესი საცხოვრებელი პირობები და ქონდეთ სოციალური პირობები ვიდრე მათ დღეს აქვთ.’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად