დავით ბაქრაძე: “პრეზიდენტის მიმართვის დაკნინება – ქვეყნის მომავლის უპატივცემლობაა”

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტში პრეზიდენტის მიმართვის თარიღის გადადების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის მომავლის უპატივცემლობაა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა და ყოველწლიური მიმართვა რიგითი მოვლენა არ არის.

“თავისთავად თარიღის გადაწევაში ტრაგიკული არაფერია. შეიძლება იყო 4 თებერვალი ან თებერვლის ნებისმიერი დღე. თარიღის დრამატიზაციას მე ნამდვილად არ მოვახდენდი. მაგრამ რაც შეეხება შინაარსს, ნამდვილად საყურადღებოა. იმიტომ რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა და ყოველწლიური მიმართვა, ეს არ გახლავთ რიგითი მოვლენა. ეს არის მიმართვა ქართული საზოგადოების მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ.

ეს არის მიმართვა, სადაც პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა მომავალი ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ, მთავრობისა და უმრაველესობის მხრიდან ამ მიმართვის დაკნინება და მისი უპატივცემულობა, არის ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის მომავლის უპატივცემულობა. ამიტომ ვისურვებდი, შედგეს სრულფასოვანი გამოსვლა და დებატები“,-განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...