დავით ბაქრაძე “ოცნების” დეპუტატებს: ვეტო არ გახლავთ არითმეტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, ვეტო არ გახლავთ არითმეტიკა", – ამის შესახებ "ევროპული საქართველო" წევრმა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია  "რუსთავი 2"-თან განაცხადა.

"ყველამ ვიცით, რომ მათ აქვთ საკმარისი ხმები. მაგრამ, სანამ ამ ხმებს გამოიყენებენ და სანამ თითს დააჭერენ კენჭისყრის პულტს, მინდა კარგად გაიაზრონ, რომ სრულიად მარტო რჩებიან იმ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაში, რომელსაც ეს საშინელი კანონი მოუტანს ჩვენს ქვეყანას" – განაცხადა დავით ბაქრაძე. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საპარლამეტო უმრავლესობის მომზადებულ კანონპროექტს "ფარული მოსმენების" შესახებ ვეტო დაადო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად